პროექტის პრეზენტაცია

суббота, 22 февраля 2014 г.

დღეს, 22 თებერვალს,გავეცანით თემას "პროექტის ფასილიტაცია",გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს(პორტფოლიოს),გავასწორეთ,თუ რაიმე ხარვეზი გვქონდა, გადავიტანეთ ჩვენი პორტფოლიო ბლოგზე, შემდეგ განვამტკიცეთ პორტფოლიოს გადატანა(წავშალეთ და დამოუკიდებლად გავაკეთედ).ხვალინდელი პრეზენტაციისთვის მზად ვართ!

суббота, 15 февраля 2014 г.

დღეს,15 თებერვალს,  ვისაუბრეთ ინტერნეტში მასალის მოძიებაზე, საავტორო უფლებების დაცვაზე, ვიმუშავეთ ბლოგში თვალსაჩინოების განთავსებაზე და მოსწავლის თვალით დანახულ პრეზენტასიების შექმნაზე! საინტერესო იყო ჩემთვის და სედარებით ადვილი. ტრენინგის დრომ ისევ სწრაფად ჩაიარა.მუშაობაში გადავაცილე კიდეც!

ჩვენი დროის გმირი

воскресенье, 9 февраля 2014 г.

დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო.                                                                                       1) ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე.( ეს გამიადვილდა), 2) ვიმუშავეთ ჩვენი პრეზენტაციის ბლოზე გადატანაზე, 3) როგორ ჩავატაროთ სოციოლოგიური გამოკითხვა ბლოგის მეშვეობით( ცოტა გამიჭირდა ამდენი ოპერაციის თანმიმდევრობის დამახსოვრება), 4) ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე.

суббота, 8 февраля 2014 г.

დღევანდელი დღე, 7 თებერვალი, ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო-ჯერ ერთი, დაწვრილებით ვიმუშავეთ შეფასების საკითხზე, მეორე- ვიმუშავეთ პროექტთან დაკავშირებით  სტანდარტით მისაღწევ შედეგებზე, მესამე-ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე.
  დრომ ისე შეუმჩნევლად გაირბინა, რომ ვერც შევამჩნიე 4 საათის გასვლა.
შემდეგი დღეც დიდ სიამოვნებას გვპირდება.

воскресенье, 26 января 2014 г.

                                    მეორე დღე
 საინტერესო იყო აზრების გაცვლა პროექტების თემების შერჩევასთან დაკავშირებით.
 გავეცანით ბუკლეტების შექმნის ხერხებს.
       გმადლობთ!

суббота, 25 января 2014 г.

გავეცანი და დამამახსოვრდა 21-ე საუკუნის მოთხოვნები მოსწავლეების მიმართ,თუ რა ცოდნა უნდა მივცეთ მოსწავლეებს და რისთვის, რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებისთვის პროექტებით სწავლებას და როგორ უნდა შევქმნათ და შევიდეთ ბლოგზე.
 მინდა,რომ ხშირად შევასრულოთ ერთი და იგივე ოპერაციები,რომ უნარ-ჩვევებში გადავიდეს.
 მომწონს ტრენერის გადმოცემის მანერა, ის მონდომება,ყურადღება, რომელსაც არ იშურებს მსმენელთა მიმართ. იმედია, მასალას დავძლევ.